logo
ENG



"მიზანმიმართული თავდასხმა მყიფე დემოკრატიაზე" - აშშ-ის ჰელსინკის კომისიის სენატორები

06 აპრ 202411:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/06/qqhdc9bb6wik8qg.jpg

აშშ-ში ჰელსინკის კომისიის სენატის ხელმძღვანელობა - თანათავმჯდომარე ბენ კარდინი და სენატორი როჯერ უიკერი ქართული ოცნების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ რუსული კანონის ხელახლა მიღებას ეხმაურებიან.

ისინი აღნიშნულ კანონპროექტს რუსული კანონის ასლს უწოდებენ და მისი ხელახლა მიღების მცდელობის გამო საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებენ. 

"ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე, მისი ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟი და ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ და მძიმედ მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფა. ეს კანონპროექტი არის რუსული კანონის ასლი, რომელიც მისი ინსპირაციაა. შემთხვევითი არ არის, რომ მისი ხელახალი შემოღება ხდება რეგიონში მსგავსი კანონმდებლობის უფრო ფართო მიღების ფონზე. შემაძრწუნებელია, მაგრამ გასაკვირი არ არის, რომ ქართული ოცნება კვლავ დაადგა ამ გზას, მიუხედავად რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციისა.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვან ამ კანონპროექტზე და დაუბრუნეს თავის ლიბერალურ დემოკრატიულ ტრაექტორიას და მისი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს", - აღნიშნულია განცხადებაში.


close დახურვა